ლექსი ვწერო?.. – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1830-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26944-6-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ლექსი ვწერო?..

ლექსი ვწერო? არაკი?

არ ჯობია ჭადრაკი!

ორშაბათი, შაბათი

შამათი და შამათი.

 

ხელში მეჭირა ბატის ფრთა,

ძველი პიიტების ნაქონი,

დიდი პოემა დავწერე,

ოთხი ათასი სტრიქონი.

სიტყვა მაქვს ბარაქიანი,

ზეთი ჩამოდის და ქონი

გინდ გააკეთეთ არტალა,

გინდა მოხარჩეთ საპონი.

 

რაო? რა გსურთ მენჯურობუ,

პრეკრაშჩაუ ეტუ პრობუ,

ვინც ხართ ჩემზე გაბედული

მან შეირთოს ციბედული!

 

_

შეასვენებს ღამით ფრთებს

ჩრდილს გადმოაფენს

ცისა – ფერს.