I. Гришашвили. „Сахалхо Пурцели“. Поч. ящ. 190. Тифлисъ.
ძმაო სოსო!
შენი წერილი მივიღე – გავასწორე ლექსი, როგორც შენ გსურდა. სოსო, ამისრულე შემდეგი თხოვნა: „სახალხოში“ გადაბეჭდე „ყანწების“ განცხადება სამჯერ – პარასკევს, შაბათსა და კვირას, იმ სახით, როგორც „მეგობარშია“ დაბეჭდილი. მომწერე ფასი, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივზე ნაკლებ ფასს წაიღებენ. გარდა ამისა მომწერე საჩქაროთ, რამდენი ცალი გამოვგზავნო თბილისში ან ვის გაუგზავნო. შენ რომ აიღებდე შენს თავზე, მეტად კარგი იქნება. იმედიანი კაცი ხარ, ვფიქრობ, რომ ორასი ცალის გაყიდვა შეიძლება მად, იქნებ მეტიც? ყოველი მომწერე, როგორ მოვიქცე.
შენი პ. იაშვილი
[ქუთაისი], 9 თებერვალი, 1916