ძვირფასო ძმაო სოსო!
გიგზავნი „ცისფერი ყანწების“-თვის დამზადებულ ვინიეტკას და ყდის ასოებს. დიდათ გთხოვ, რომ მიღებისთანავე, საჩქაროდ გააკეთებინო კლიშეები, თუ ხუთშაბათს დილით აქ არ გვექმნა, მაშინ ალმანახი კიდევ ვერ გამოვა და, ხომ იცი, ცუდი იქნება.
ძველი კლიშე ულამაზო გამოდგა და მიტომ არი, რომ ასე დავიგვიანეთ. ასოები უნდა გაკეთდეს იმ ზომისვე, როგორც დახატულია, აგრეთვე კლიშე მთლიანი უნდა იყოს (ქაღალდი შემთხვევით გაგვეხა და ეცადე, რომ კლიშეში არ დაემჩნიოს). რაც შეეხება ვინიეტკას, ის გააკეთებიე იმ ზომის, როგორც დანიშნულია ამ ნახატის უკან პირზე.
სოსო! უნდა მოახერხო როგორმე და ორივე კლიშე გამოატანო გაზეთს კვიცარიძის 250 კანტორაში ისე, რომ ხუთშაბათს დილით მივიღოთ, რადგან პარასკევს უქმი დღეა და ორზომი დაგვიჯდება იმ დღეს ბეჭდვა. კლიშეების ფასი არ ვიცი და არც არაფერს გიგზავნი. შემდეგ კვირაში მოვდივარ თბილისს, შეიძლება ალმანახიც მე წამოვიღო, და მაშინ გაუსწორდები, როგორც თქვენს კანტორას, ისე ცინკოგრაფიასაც.
ასე ჩემო სოსო! მთელ იმედს ვამყარებთ შენზე.
შენი პავლე
[ქუთაისი, იანვარი, 1916]