პაოლო იაშვილი – იოსებ გრიშაშვილს
Iосифу Гришашвили. „Сахалхо Пурцели“. Тифлисъ.
ძმაო სოსო! ვერ გადასწყვიტე ჩვენთან ჩამოსვლა? ჩვენ კი გელოდით და გელით. ლექსი? უსათუოდ უნდა გამოგზავნო ლექსი ალმანახისთვის. თანამშრომელთა რიცხვში შენ გაცხადებთ, და როგორ შეიძლება უშენობა. „დააჩქარე, დააჩქარე, თორემ“… თორემ ჩამოვალ მანდ და… მერე ჩემი თავის პასუხის მგებელი აღარ ვიქნები.
შენი პაოლო იაშვილი
[ქუთაისი], 19 ნოემბერი, 1915