პაოლო იაშვილი – პავლე გოგიაშვილს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : [20-30.01.1923]

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 29342-19-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პაოლო იაშვილი – პავლე გოგიაშვილს

დიდად პატივცემულო ბ-ნო პავლე!

ძვირფას შალვას სიკვდილმა უღრმესი მწუხარებით აავსო ჩვენი გული – გული მისი მოყვარული მეგობრებისა. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა და გჯეროდეთ, რომ მის სახელს ღირსეულად გავაცნობთ ქართველ ერს, რომელმაც შალვასთან ერთად დაჰკარგა მეტად ნიჭიერი პოეტი და კეთილშობილი ახალგაზრდა ქართველი პატრიოტი. გთხოვთ, გადასდოთ მისი გასვენება ხუთშაბათს, 1 თებერვალისათვის, რადგან დღეს წამოსვლას ვერ ვასწრობთ. ჩამოვალთ გასვენების დღეს ყველა მისი ახლობელი ამხანაგები.

დიდის პატივისცემით და უღრმესი თანაგრძნობით,

პაოლო იაშვილი

[თბილისი, 20-30 იანვარი, 1923]