მზე მის კულულებში ოქროს გვირგვინს წნავდა; ლაპლაპა ტბა მის სახეს გულში იკრავდა; სალამურის სევდიანი მოთქმა შორიდან საკოცნელათ ეპარებოდა, მისი გამხიარულება სურდათ…
ის სდუმდა…
ჩუ! პირზე ღიმილმა შეუთამაშა…
მზემ მხიარულათ ჩაიხითხითა; ტბა სიამით გაჟრჟოლდა, მისი სახე შეათამაშა…
და… ბუნების ზეიმი შეწყდა… მოელანდათ!
ღიმილი თურმე სიმწრის იყო: იგი ქვითინებდა…
ალ. (სანდრო ცირეკიძე)
7 ოქტომბერი 1911 წ.