საზიზღარი პეიზაჟი – Blue Horns

ავტორი : ტრისტან კორბიერ, თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილის

თარიღი : [1920]

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6818-2-ხ.

გამოცემა :

შემოქმედება

საზიზღარი პეიზაჟი

ქვიშა და მტვერი. მომაკვდავ ტალღას ჩუმად აციებს.

ხრიალებს, დნება ვით შორი ხმა ტალღა წუთიერი.

აყროლებული ჭაობი, სადაც დაკლაკნილ ჭიებს

ყლაპავს ხარბი მთვარე გაუმაძღარი და მშიერი.

თვით ციება საშინელი აქ ნელა იხარშება,

ალისფრად წამებულ ცეცხლიდან კვამლი-ღა დარჩება.

ჯადოსნობს კურდღელი, ახლა კანკალებს მხიარულად

და დამპალ ბალახში ის დაიკარგება ფარულად.

მგლის მზეზე აფენს განუწყვეტლივ მრეცხავი ღალული

თეთრეულს მკვდრებისას, ჭმუნვარებს ბინძური ძონძით.

აქ ყველა სოკოები არიან შებღალული

შავ გომფაშოების დაუვიწყარ ლორწიან კოცნით.

ბაყაყებს ტირილი გაუმართავთ გაუბედავი,

მოისმის ზანტი ლირიკული მათი „ნეტავი“.

 

თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილის

[1920]