Иосифу Гришашвили. „Сахалхо Пурцели!. Поч. ящ. 190. Тифлисъ.
ძვირფასო სოსო!
კითხულობ „ომის“ ამბებს. ქუთაისი აპირებს ჩვენ გაძევებას, მაგრამ რაინდული სული ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენში. ჩამოვალ მად და ყველაფერს გეტყვი. მომწერე „ყანწების“ ამბავი და ყველაფერი, რაც იცი მათ შესახებ. გავიგე, რომ შენ სწუხარ ჩვენთან ერთობას. იცოდე, სოსო! თუ შენ ჩვენთან გრძნობ თავს ცუდათ, სხვაგან უფრო ცუდი იქნება შენი ყოფა, რადგან ისე ვერავინ დაგაფასებს, როგორც ჩვენ. მალე გამოვცემთ გაზეთს. დაბეჭდე ახალ ამბავში. „სახალხო“ დიდხანს იქნება მდუმარე. ველი წერილს.
შენი პავლე
ქუთაისი, 13 მარტი, 1916