ძვირფასო სოსო!
რად გაჩუმდი? მაპატიე, რომ ვეღარ დაგიცადე ჭიათურაში. საინტერესო ნაცნობები შემხვდენ და ვეღარ დავრჩი. გრიგოლს ვწერ გაზეთის შეასხებ, მალე გამოვა შენ იცი, რა კარგ ლექსებს გამომიგზავნი.
როგორ არის „ყანწების“ საქმე? ქუთაისში მოდის წერილები თბილისიდან, თხოულობენ ალმანახს. მოაწყვე ისე, რომ სხვა და სხვა ადგილას გაიყიდოს. ქუთაისში და პროვინციაში სულ გაიყიდა, ხუთის მეტი აღარ მაქვს მე, და თუ მოინდომებ, მანდაც გაიყიდება სულ. მომწერე ყველაფერი. ცვედან კასრაძის ლექციას თუ დაესწარი, მომწერე შთაბეჭდილება. ველი წერილს და ლექსებს, ლექსებს.
შენი მარად პ. იაშვილი
[1916]