ძვირფასო სოსო!
გიგზავნი განცხადებას. გთხოვ, რაც შეიძლება, ლამაზად მოათავსო პირველ გვერდზე. დააბეჭდვინე ყოველ დღე კვირამდის, შემდეგ კი კვირაში ორჯერ – ხუთშაბათობით და კვირაობით. ფასს მოურიგდი და მერე გადვიხდი. თუ „იქითური“ არ მოგეწონა, შემომითვალე და სხვას გამოვგზავნი. რატომ არ გამოიარე აქ. ფასი შეიძლება დიდი იყოს ერთი მანეთი, მაგრამ რა ვქნათ, რომ ძლიერ ბევრი დაგვიჯდა. ოთხ აბაზ ნაკლებ ვერ მივცემთ გამყიდველს. ერთი სიტყვით, მანდ შენი იმედი გვაქვს. მალე მეც ჩამოვალ.
შენი პაოლო
ლელი გიგზავნის ლექსს, რომელსაც გასწორება აღარ სჭირდება.