ძმაო სოსო!
ვატან ჩემ ნაცნობს ალმანახებს. ჩემი მეორე წერილი კონაშია მოთავსებული. დამავიწყდა მომეწერა, რომ საჭიროა თითო ეგზემპლიარის გაგზავნა შემდეგ რედაქციებში: „სახალხო“, „საქართველო“, „თანამედრ. აზრი“, „Закавказ. Речь“ და „Кавказское Слово“.
მომწერე წერილი საჩქაროდ.
შენი პ. იაშვილი
[თებერვალი, 1916]