პატივც. ამხ. შალვა
გიგზავნით ორ წერილს – პუშკინზე და ლერმონტოვზე. სათაურები არ მიმიცია. მგონია, როგორც წინასიტყვაობისათვის, ზედმეტიცაა. და თუ არა – იყოს თქვენი ნება, მონათლეთ.
დაგვიანებული კი არის, მგონია, მაგრამ ჩვეულებისამებრ მოუმზადებლად არ დავწერე და ამან დრო მოითხოვა.
რაც შეეხება… ჰონორარს: ვითხოვ უმაღლესს – გაწეული შრომის და მიღწეულ ეფექტის მიხედვით. ამაზე პირადათ.
ამხ. სალამი, ალი არსენიშვილი