პაოლო იაშვილს – Blue Horns

ავტორი : მედეა იაშვილი

თარიღი : 1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზუმი, 25983-2-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პაოლო იაშვილს

ჩემო საყვარელო და კარგო მამიკო!

როგორ ხარ, მე უშენოდ ძალიან მომეწყინა მალე ჩამოდი.

ჩვენ ყველანი კარგად ვართ. ბებოს ბიძია კოწიასთან აქედან წასვლა არ უნდოდა სულ მარტო ვიქნებიო. მალე ალბათ ბიძია ტუპიასთან წავა. მამიკო მე ყველა წიგნები რაც მქონდა წავიკითხე და არ ვიცი რა ვქნა თუ იშოვი კარგ საინტერესო წიგნებს ჩამომიტანე. თუ იშოვი I ტომს მაინც „Три мушкетера“ ამბობენ ძალიან კარგიაო. იყავი კარგად მამიკო და მალე ჩამოდი. მეტს ვეღარ მოგწერ იმიტომ რომ სკოლაში მეჩქარება. გაკოცებ ბევრს, ბევრს, ბევრს. შენი მოყვარული შვილი მედეია. ფისოსაგან მოკითხვა. ფისო უკვე სულ მარტო დადის ყველა ოთახებში. და ამბობს დედა და მამა, გუშინ გაიხეთქა ტუჩი და ბევრი იტირა. ძალიან კარგი გოგოა. მე ძალიან მიყვარს.