გაზაფხულის დღე, იგორ სევერიანინ – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 26.05.1913

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა : ჟურნალი „ოქროს ვერძი“, №2

თარგმანები, შემოქმედება

გაზაფხულის დღე, იგორ სევერიანინ

ოქროს სხივებს მოუქარგავს თბილი დილა მაისისა,

ქალაქს ცეცხლი უკიდია, უკიდია ცეცხლი მზისა.

მე კვლავ მე ვარ: კვლავ ჭაბუკი.. რაც რომ იყო, იგი ქრება

ისევ მიყვარს როგორც ძველად, ისევ მათრობს ნეტარება.

 

სულს ველი სურს, მწვანე ველი ათასფერად მოქარგული…

დღეს უცნობსაც მსურს გაუღო მეგობრულად ჩემი გული!..

ვიშ! ამ ნებას გამეფებულს და სიცოცხლის ირგვლივ ბგერას?

ვიშ! ყვავილებს ველათ გაშლილს, ვიშ მომხიბვლელ ხმით სიმღერას.

 

მალე ეტლი… მზე კისკისსა ჩემს სიხარულს შეუერთებს,

გავალ მინდვრათ სალამს მივცემ ამწვანებულ ყანებს და მთებს…

სიყვარულით აგზნებული ვნებით ვუცქერ ლამაზს ქალებს,

დღეს მტერსაც კი გადავკოცნი, გული მტერსაც შეიბრალებს.

 

მაშ, ბალახო აბიბინდი… გამოიღე ხმა მუხნარო

ეკალო, შენც გამოისხი ყვავილები სანეტარო.

კურთხეულ დღეს სული ხარობს გრძნობა ტრფობით დამთვრალია,

დამნაშავე დღეს არ არის, დღეს სუყველა მართალია.