პატარა გოგო, პატარა ქალი,
თვალებციმციმავ, მემახსოვრები,
ჩვენი იმედი და მომავალი,
ლამაზი, კარგი, ლაღი ცხოვრების.
პატარა ქალო, სწავლისთვის გაქებ,
ტკბილი ოჯახის ნაზო მშვენებავ,
ნაფლეთი კაბა, ეგ სიღატაკე
შენ ალბათ სიზმრად მოგეჩვენება.
მხიბლავს ეგ სახე სათნო და მშვიდი,
ხან პეპელავ და ხან ნაპერწკალო,
მოგელის კარგი ცხოვრება დიდი,
პატარა გოგოვ, ქართველო ქალო!