დიდება მელკარტს – მზის ღვთაებას, მეზღვაურთ მფარველს.
ოქროს ხომალდნი ესპანეტით ათრობენ სიდონს.
ტყვე ქალებს გზაში აკივლებენ მძებნელნი ქარვის.
ჩქარობს ტიროსი, რომ სავაჭრო ბაზრებში ჰზიდოს.
გრძნეულ ასტარტას ეწირება ლოცვად ბაგენი.
იელვებს მთვარე – ფინიკია, რომ გადალამბოს.
მის ქალაქებში ბუმბერაზად დგას კართაგენი,
სადაც ვიტაცებ მე – პოეტი, ამაყ სალამბოს.
დგება ხმაური და ვესწრაფი განვლო მეგარა.
მონა-მსახურთა, ქურუმების გვდევს ატირება.
ჩვენ გადაგვაფრენს სამშვიდობოს დაუდეგარად –
აფრაგაშლილი არგოსსავით წქარი ტრირემა.
ახალ იაზონს სამშობლოში მიმყავს მედეა.
ოქროს საწმისად, – ცეცხლიანი ღვთაების ჩადრი.
მაგრამ ჰამილკარ – ზღვის სუффეტი, მოიმედია,
რომ შემანანებს ამ საქციელს საბრალოს ადრე.
მეწევა გზაში და ტრირემას მიმსხვრევს ცბიერი.
სალამბო მამას პატიებას შესთხოვს კალთებზე,
მაგრამ გადისვრის მასა წყალში ის უდიერი
და ვიღუპებით უფსკრულებში მე და ქალთევზა.