მნათობთა სულით ვარ ასტრალური
და ეშაფოტი მკაცრია მთვარის.
მე ვარ პოეტი, მე ვარ ქალური,
მე ვარ კარმელი – შორეულ გვარის.
ზვიად ბაბილონ-კართაგენებით
წამს შევაჩერე სამყარო ყალყად
და იოანნეს სპეტაკ ცხენებით –
თეთრი მხედრები შემოვკარ ალყად.
მინის ლაჟვარდის და ნატეხებთა
ჩემი ღმერთების – ცაზე დირეა.
მე ბავშვს – ნებიერს, ქალის ფეხებთან
პოეზიაში არ მიტირია.
სამშობლო ბერწი – ხასა მგზნებელი,
ყველა ღამეში მომდევდა კბენით
და სააკაძე შემმართებელი
ხმალს დასტიროდა რასსიულ ტკენით.
როგორც რემბრანდტი, ოфორტს ალურად
გავისვრი ცაში – მნათობთა თქეშზე.
პოეტი – ძაღლი ვჰყეფ ასტრალურად
დატრიალებულ ქვეყნების ლეშზე!..