რა კარგი ხარ, ფაცუნები.. – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1923 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

რა კარგი ხარ, ფაცუნები..

***

რა კარგი ხარ, ფაცუნები, რა კარგი და რა ნაზი,

სათნოება სიყვარულში მზის ასული ნაქარგი,

შენ თეთრ ლანდსა ვუამბორებ დღეს მეგრძნობა ნაკარგი,

მომეწონა და მომხიბლა შენმა ტანმა სოსანმა.

ისე, ისე, ამამზევა თვალმა ვარსკვლავოსანმა,

რომ, ლექსიც – კი გიფეშქაშა ღამით შენმა მგოსანმა.

და წავედი ფაცუნები განგეშორე მე მალე,

მაგრამ ჩემს თეთრ ანარეკლსა ვერსად ვერ დავემალე.

მსურს, ჩემ ლექსებს, ჩემ მზის ლექსებს შენ  ქალწულ სულს ვაქსოვდე,

მე მახსოვხარ ფაცუნები, ო, შენც ჩემო, გახსოვდე.