გლოვის შავი ტრაური – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 29342-2.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გლოვის შავი ტრაური

*  *  *

გლოვის შავი ტრაური

მოეხვევა ამ არეს

შენ მოკვდები ლ.

და ჩაგდებენ სამარეს.

დღისით დედა გიტირებს,

სათნო მანდილოსანი,

ღამით საფლავს მოგივალ

შენი ძველი მგოსანი.

აკვნესდება სიმები,

ავსტირდები ხმაურით,

მაგრამ ვერ გაიღვიძებ

მგოსნის ქათინაურით.

ცოცხალმა ვერ გაიგე

ჩემს გულს სევდა ნადები,

მაშ, მკვდარს რაღას მოგწვდება

ტრფობის სერენადები.

დავიტირებ უბედოთ

არვით შეუსვენები,

შენ საფლავის მიწაზე

მშვიდათ მივესვენები.

ვინ მიბრალებს [მოზარეს],

თუ არა შენ, დობილო,

რა კარგი ხარ ცხედარიც,

გულზე ხელებ ჭდობილი.