მთაწმიდას – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25400-20-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მთაწმიდას

მიყვარს, მიყვარს ბუნდოვანი მთაწმიდა, –

რამაც ფიქრი არეული დაწმიდა.

მიყვარს ამ მთის მყუდრო იდუმალობა,

მწუხრის ჟამზე იქ მგოსნების გალობა!

მიყვარს კალთა დაფნის გვირგვინოსანი, –

სადაც ღამით რონინებდა მგოსანი;

სადაც კვნესდა „ქართვლის ბედზე“ ყრმა შვილი –

საყვარელი ჩემი ბარათაშვილი!

ახ, მთაწმიდავ, – განწირულთა სადგურო, –

ოდეს დღენი ქვეყნად გავინადგურო –

გევედრები კარმელს ნუღა წამწყმიდავ, –

შენს წიაღში ჩამიკონე, მთაწმიდავ!..