ავტორი : შალვა კარმელი
თარიღი : 1916
ადგილი :
საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25400-6-ხ.
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
შენი თვალები ოკეანეა,
შემოისრული წარბ-წამწამებით,
ის სანეტარო ფიქრთ სავანეა –
ჯოჯოხეთია თვისი წამებით!
მაგრე ვარსკვლავნიც არ კრთიან ცაზე, –
სასწაულია შენი თვალები,
და მითხარ ჩემო: მაგ შავბნელ ზღვაზე
რომ დავიღუპო, არ გებრალები?!