შემიძლია, დაგივიწყო? – Blue Horns

ავტორი :

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 25400-5.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შემიძლია, დაგივიწყო?

სადაც უნდა ვიმყოფოდე

მთებში, ზღვაზე, თუნდა გზებში, –

მე მსურს, მარად შენ გეტრფოდე,

შენ გაქებდე ჩემს ლექსებში.

შენთვის მინდა ჩემი ქნარი,

შენთვის მსურს, რომ ძნობა ვიწყო,

სიცოცხლეო, თვით მითხარი

შემიძლია, დაგივიწყო?!..