ძვირფას მამას – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1915

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 8789-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

 ძვირფას მამას

 სალამს გიძღვნით, ჩვენო მამავ, სალამს შვილურს და მოწაფურს,

შენს დათოვლილ ჭაღარა თმებს დავასხურებთ სურნელ-ქაფურს!

 

შენ უდრეკათ განვლე შარა, შარა ტანჯვის, შარა გრძელი –

და ცხოვრების შავ ქარტეხილს რაინდულათ გაუძელი!

 

გამოსაცდათ სნეულობდი, თითქოს ღვთისგან ვით იობი,

მაგრამ მაინც ყველგან დარჩი გამარჯვებით მსახიობი!

 

გიხაროდეს! დღეს დაედვა წყლულს მალამო, წყლულს, იარებს,

შენი ერი შენს ნამოქმედს აფასებს და იზიარებს.

 

ჩვენს ხელშია დღეს ის დროშა – ჩვენს მამულში რომ ფრიალებს,

შენთვისაა, რომ სცლის ერი ღვინით სავსე თასფიალებს!

 

რის გეშინის მხცოვან მამას – დღეს მღვიძარე-თვალ-ერიანს?-

დღეგრძელობა და გვირგვინი ჩვენს ოთარ ბეგ – ვალერიანს!

 

შალვა კარმელი