ათი შვილი გამოვზარდე,
მიუძღვენი ჩემ ქვეყანას,
ჭირი ბევრი გამოვცადე,
ბოლოს მიწაც დამეყარა.
მაგ სოფელი სიზმარია
თვალწარმტაცი მატყუარა,
მასში ბევრი სიმწარეა,
რამაც ჩემ გულს გადუარა
კაცი მხოლოდ სურათია
ნათელი ან ბუნდოვანი,
სამარისთვის სულერთია
ჯუჯაა თუ ახოვანი.
სანამ შესძლოთ მაგ ცხოვრების
დღენი ტკბილად გაატარეთ,
მოვა ჟამი განშორების,
თავს ვეღარსად შეაფარებთ.
ვერ გავექეც ბედის ლახვარს,
ახლა დავრჩი მხოლოდ მტვერი,
კაცს სიკვდილი ვიდრე ახლავს,
არარაა ყველაფერი.