დღეს შემოდგომის მახარებს ფერი,
გახუნებული ზეცა და ველი.
თვალებით მინდვრებს მოვეფერები
და მინდა ნაზად გადუსვა ხელი.
მე თქვენთან ყოფნა მათვინიერებს
ფართეხმიანო, დიდო ჭანდრებო,
თქვენს ახლო გული მაინც იმღერებს
თქვენს ახლო მინდა დაბინადრება.
ღმერთო, რა რიგად მოგიწყენიათ!
დაუკორძია დროს თქვენი ტანიც
მაგრამ ბედნიერს ხშირად მსმენია
თქვენ გადაგრეხილ შტოების ხმანი;
რაც იყო, აღარ განმეორდება!
თქვენ მძიმე ჩრდილებს ვეღარ შევხედავ.
გულში ცრემლები ხარბად გროვდება,
და ამღერებას წარსულზე ვბედავ.
მე შევურიგდი გარდუვალ ნებას;
მოგესალმებით ფოთლებო მკვდარო!
თქვენი მშობელი შტოები ხმება,
თქვენი პოეტიც დახრული არი.
მიყვარდა მზერა, როოდესაც ელვა
და გრიგალები თქვენ გუმბათს ხევდენ;
როს იდუმალი ჩემ გულს ღელვანი
მეფური ხმებით ტკბილად ანგრევდენ.
ო, მეგობრებო წარსულ დროების
ფოთლები მკვდარი გადამაყარეთ,
მოგონებები მოდგენ ხროებათ
და თქვენ წინ თავი ჩუმათ დავხარე.
და ზამთარს ველი მე გაბედულად;
შფოთავენ მწარედ დიდი ხეები…
მე თქვენ გშორდებით უსაყვედუროთ,
ჩემ გაზაფხულის ოქროს დღეებო!