მე შეველ ბაღში, ზამთარი იდგა,
საღამო იყო მშვიდი და წყნარი.
გახსოვს, ძვირფასო, ამ ბაღში ითქვა
ჩვენთვის სიტყვები დაუვიწყარი?..
მაშინ ამ სიტყვებს და ტრფობის წამებს
ახალგაზრდობა კვესავდა ჩვენი!..
იყო ნათელი მაისის ღამე,
იყო ნეტარი ღიმილი შენი.
გავიდნენ დრონი, ჩემს სულში დაღლა
და, ვით ამ ბაღში, ზამთარი მკვიდრობს…
და ვიმეორებ მოწყენით ახლა: –
ო, ნეტავ იმ დროს, ო, ნეტავ იმ დროს!..