დავიწყებული ლოცვა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დავიწყებული ლოცვა

დაძინებისას, მუხლებმოხრილი

დედასთან ერთათ ვამბობდი წინად:

„უფალო, მომეც მშვიდობის ძილი

და გამითენე მშვიდობის დილა!“

 

მე დამავიწყდა ლოცვები ტკბილი

და ამ ვედრების მეშლება ბოლოც,

და ვამბობ ახლა: „უფალო, ძილი,

მშვიდობის ძილი მაღირსე მხოლოდ!“