განთიადი ზღვაზე – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1935

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

განთიადი ზღვაზე

ხედავ სამყაროს და ყოველი ფერი და ნივთი

შემოდის შენში და ჰპოულობს საკუთარ სახელს.

წამოწექ ზღვასთან, დაისვენე, იგრძენ და მიხვდი,

რომ ერთის წუთით სასწაული შენ მაინც ნახე!

 

ო, კიდევ წამი, მხოლოდ წამი! შემდეგ წყვდიადი

ეწვევა თვალებს და ჩაგიქრობს ვარკვლავებს ცაზე…

წამოწექ ზღვასთან, და ისუნთქე ამ განთიადით,

საბრალო მგზავრო, დაკარგულო უდაბურ გზაზე!