Adagio – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Adagio

მზე მაღალ ხეებს გადაესხა და დაასველა.

მთის მწვერვალები ჩაესვენენ ცაში თავებით.

ვარ ბედნიერი: ჩემ სულშიდაც ჩასვენდა ყველა.

შორს მეზღვაურნი მიცურავენ ცისფერ ნავებით.

 

ანგელოზებათ დაჩოქილან ღრუბლები ზღვაში.

ტყეები ვნებით იხუტებენ მზის ცხელ ნიაღვარს;

მე ვგრძნობ სიცოცხლეს, სისუფთავეს მივარდნილ ქვაშიც.

ღმერთო ძლიერო, მე შენთან ვარ, მე ყველა მიყვარს.