სანდრო შანშიაშვილს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 05.10.1917

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26832-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

სანდრო შანშიაშვილს

Ст. Цнорисъ-Цкали, Сел. Джугаани. Сандро Шаншиашвили.

10 მაისი.

ძმაო სანდრო, მოგიკითხავ სიყვარულით. საქმე შემდეგშია: ევგენი გეგეჭკორმა იკისრა „საფირონის“ გამოცემა და ამ მე-2 #-ში, სხვათა შორის, გამომცელმა მთხოვა, რომ ამ #2-ში რედაქტორად ვყოფილიყავ ასე: სანდრო შანშიაშვილის და გ. ლეონიძის რედაქტორობით. მე მგონია, რომ უარს არ განაცხადებთ. განცხადება ჩემის თავდებით გაუშვი, თუმცა დიდი, დიდი უზრდელობაა ჩემის მხრივ, ვკადნიერდები და იმედია, მაპატიებ. მე მგონია, უარს არ იტყვი და მასალასაც მომაწვდი ამ მოკლე ხანში. ერთი სიტყვით, იმედი მექნება, რომ არ გაჯავრდები და მასალასაც მომაწვდი, ხოლო თუ ჩამოივლი ქალაქში, მაგას ხომ არა ემჯობინება. აი, ამ წერილის წინედაც დეპეშით გამოგიგზავნე. პასუხს ველი მოუთმენლად.

შენი გოგლა ლეონიძე