ნიკო!
ამ ნომერში ვბეჭდავთ თქვენს წერილს. მხოლოდ გვინდა ამოვიღოთ წერილის ის ნაწილი, რომელიც ეხება ფუტურისტის კადნიერებას. ეს არ არის საჭირო და ეს მხოლოდ იმათი რეკლამა იქნება. ისინი რომ მწერლები იყვნენ, სხვაა, ამით კი თავს გამოიდებენ. თქვენ წერილის ქვეშ იქნება ასეთი შენიშვნა დაახლოებით:
*) წერილი სადისკუსიოა. რედაქცია ზოგში არ ეთანხმება ავტორს, ვბეჭდავთ, რადგან საინტერესოა აზრი ისეთი მწერლის, როგორიც ბ-ნ ნარკანის.
გ. ლეონიძე
P.S. თუ ასე არ გსურთ, გვაცნობეთ.
გაზ. ბახტრიონი