დიდათ პატივცემულო ბატონო ეკატერინე!
გთხოვთ:
გააგრძელოთ თქვენი მემუარები, მე ჩემის მხრივ ყოველნაირად ხელს შეგიწყობთ. რასაკვირველია, ნივთიერადაც… დაგიდებთ შესაფერ ხელშეკრულებას. ხვალიდან შემიძლიან, თქვენს განკარგულებაში გადმოგცეთ ჩემი თანამშრომელი ქალი, რომელიც მემუარების წერის დროს მდივნობას გაგიწევთ… და ივლის თქვენთან ყოველდღიურად. შეგიძლიანთ უკარნახოთ კიდეც…
მოგონებები შეგიძლიანთ თქვენი ბავშვობიდანაც დაიწყოთ. ფართედ…
რაც გიჭირთ, დაწვრილებით დამიწერეთ და გამომიგზავნეთ…
თქვენი წერილი არ მიმიღია.
ჩემი მისამართია: სოლოლაკის ქ. #6