დავიბადე 1899 წელს, 27 დეკემბერს (ძვ. სტ.) სოფელ პატარძეულში (გარე კახეთი, ივრის ხეობა).
მამა ჩემი – ნიკოლოზ ლეონიძე სახალხო მასწავლებელი იყო. სულ ახალგაზრდა, 39 წლის გარდაიცვალა, 1900 წელს.
1918 წელს დავასრულე თბილისის სასულიერო სემენარია, რის შემდეგ შევედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლექსების წერა დავიწყე 1911 წლიდან. პირველი ჩემი ლექსი „მცხეთა“ დაიბეჭდა იმავე წელს. აქტიურად ჩავები ლიტერატურულ მუშაობაში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დაწყებიდან. მე პირველმა დავაარსე ქართველ წითელ არმიელთა გაზეთი, აგრეთვე ჟურნალები „გრდემლი“ და „დროშა“.
1931 წელს აქტიური მონაწილე ვიყავი საქართველოში ლიტერატურული მუზეუმის დაარსებაში, რომლის დირექტორი ვიყავი 1953 წლამდე.
1936 წელს არჩეული ვიყავი საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობის დელეგატად, ამ ყრილობაზე გამოვედი ლექსით, რომელიც მიმართული იყო ამხანაგ სტალინისადმი.
დაწერილი მაქვს რამდენიმე წიგნი ლექსებისა, პოემების და ისტორიული ნარკვევებისა. ამათში აღსანიშნავია ლექსები სტალინზე: „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“, „ქართლის ბაღი“, „სტალინი“, წიგნი 1-ლი, „ყრმობა“ – ამ წიგნის დაწერის გამო დაჯილდოვებული ვიქენი სტალინური პრემიით 1944 წ. 1950 წელს სტალინური პრემია მივიღე სცენარ „ჯურღაის ფარის“ დაწერისათვის. მესამე პრემია მივიღე 1951 წელს პოემებისთვის – „ბერშოულა“ და „ფორთოხალა“.
ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ გაგზავნილი ვიყავი გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, უნგრეთში და პოლონეთში.
ვარ მშვიდობის მომხრეთა კომიტეტის წევრი.
ვარ კპ-ს წევრი და საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობისა, პრეზიდიუმის, სამდივნოს წევრი და აგრეთვე ერთ-ერთი მდივანი.
ჩემი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებული ვარ ლენინის ორი ორდენით, ვარ სამგზის ლაურეატი, მიღებული მაქვს „წითელი დროშის ორდენი“ და მედლები: „კავკასიის დაცვისათვის“ და „მამაცური შრომისათვის“.
გ. ლეონიძის ნაწარმოებთა სია
- ლექსები, 1938 წ.
- „სტალინის ბავშვობა და ყრმობა“, 1929 წ.
- „შახნავაზიანი“, 1935 წ.
- „იოსებ თბილელი და მისი დიდმოურავიანი მე-18 საუკუნეში“, 1936 წ.
- „ივანე მაჩაბელი“, მონოგრაფია. 6. გიორგი ლეონიძის ლექსები, 1942 წ.
- „სტალინის სამშობლო“, 1942 წ. 8. „ლექსები“, 1944 წ.
- „ქართველი მეომრები“, 1944 წ. 10. „ქართლის ბედი“.
- პოემა „სტალინ“, თარგმნილია რუსულ, ოსურ, უკრაინულ, აზერბეიჯანულ, ბელორუსულ და უზბეკურ ენებზე.
- „სამგორი“, პოემა, 1946 წ.
- „ბელადის ყრმობა“. 14. „ლექსები“, კრებული, 1950 წ.
- „სტალინი“, წიგნი I. 16. „ქართლის ბაღი“, 1947 წ.
- „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, 1949 წ.
- ლექსები და პოემები, 1947 წ.
- ცალკეული ლექსები.
- ლექსების ციკლი „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1951 წ.
[1951 წლის შემდეგ]