სონეტი
ნუ განმიკითხავ მე, უფალო, ცოდვილს, უბედურს.
რომ ვმსახურებდი სულს მაშფოთარს, მას ვუგდებდი ყურს…
ბევრი ვიტანჯე, არ ვიცოდი – რაა ნუგეში;
დიდხანს ვატარე ღვთის სახითა გველი უბეში…
ვინც ტანჯვას იცნობს, შენ იმისგან ელოდე ქებას –
შვებაში მყოფი ხომ სოფლათვე ქმნის ძირს ღვთაებას!..
ვინცა ჩემსავით ყველაფერი მოკლა, დამარხა –
სისრულით მხოლოდ მან გიწამა, მან დაგინახა…
არ ვიცი, რისთვის მესიზმრება მე მკვდარი მხარე…
არ იქნა – სევდას ვეღარ მოვსწყდი, ვერ გავეყარე…
ყველგან წინ მიდგას ცრემლის კუბო, წადილთ სამარე…
შენდა მოვედი, ადონაის, შენდა მოვედი!..
განა არ მეყო, რაც მცარავდა მე უღვთოდ ბედი?
წარმოუვლინე სულს მშვიდობა, დახსნის იმედი…