ძვირფასო ძმაო კოლია,
ავდმყოფობამ მაგრად ჩამაგდო – ასე რომ მეც არ მეგონა თუ ასე დამდღვნიდა. მაგრამ მეც ვიბრძვი – ესაა, რომ ფილტვები სულ გამინადგურა.
კოლია, სეზონი დაწყებულია ალბად. თუ ძმა ხარ, ჩემი თარო მაგრად იყოს, თორემ ერთი გაბრძოლება კიდევ შემიძლია. და ვაჲ მას, ვისაც მოხვდება, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი გააფთრება იყოს მანდ ლიტერატურაში.
კოლია, ისე ხომ იცი, როგორია ავადმყოფი კაცის მდგომარეობა – მოიგონე მამედ ბეგ აბაშიძე.
ყველაზე უფრო გავალებ ვაჟა ფშაველაზე წერილი არ გამიფუჭდეს. საბამ დედანს შეადაროს ჩემსას – თუ გამომიგზავნით კორრექტურას, მაგას რაღა აჯობებს: სალამი თამარას ჩემგან და ნინასაგან შენი ტიციანი.
ჩემი მისამართი: ქობულეთი, მესხეთის ქ. 77.