მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 26.09.1929

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 8.1.193

გამოცემა :

მიმოწერა

მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს

საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის პრეზიდიუმს

ათი წელია, განუწყვეტლივ ვმუშაობდი მწერალთა ფედერაციაში, წინათ კავშირში. უკანასკნელ წელს მარტო ფედერაციაში ვმუშაობდი და ვიღებდი თვეში ას მანეთს. ამ ხნის განმავლობაში მე დამედო ვალები, მარტო სახლის ბინის ქირა მაქვს გადასახდელი 400 მანეთი. ახალი კანონით, შესაძლებელია, გადამასახლონ კიდეც ბინიდან, ამიტომ გთხოვთ, ის 31/2 ჯამაგირი, რომელიც მე მეძლეოდა ჩემ ადგილზე სხვა მომუშავის დანიშვნამდე _ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და ნახევარი ნოემბერი _ 350 მანეთი მომცეთ და თუ თქვენ ამ ჟამათ არ გაქვთ ეს თანხა, მიშუამდგომლოთ განათლების კომისარიატის წინაშე. ჩემი ფიქრით, ეს იქნება თქვენ მიერ ჩემი წარსული მუშაობის დაფასება და ამის გარდა, გამომიყვანთ უხერხულ მდგომარეობიდან, რომელშიაც ჩავადნილი ვარ ვალების გამო.

ტიციან ტაბიძე

26/XI _ 1929 წ.