ქეთევან (მია) დადიანს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1919-1920

ადგილი : ქუთაისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ქეთევან (მია) დადიანს

გაზაფხულზე მიყვარს ია

და მაისი ანამწვანი,

ვინ სჯობია ტურფა მია,

თუ კეკლუცი ქეთევანი?

 

მე ორივეს ვეტრფი მარად,

ვუშლი ქუჩებს ვარდიანებს

და იცოდეთ, რომ ყოველთვის

მე ვადიდებ დადიანებს.

 

ჩემი გული ანატოკი

ამბობს: მუდამ გწამდეს ერი,

გწამდეს მუდამ მამა კოკი

და გიყვარდეს დედა მერი.