ავტორი : პაოლო იაშვილი
თარიღი : 06.11.1933
ადგილი :
საცავი :
გამოცემა :
პოეზია, შემოქმედება
ლამაზია სახით, ტანით
ჩამოთლილი ელვის დანით,
ცოცხალია როგორც წყარო
და ფრინველი გარეგანი,
მას შევხარი მთელი ჩემი
პოეზიის მოედანით,
ტაბიძეა – ქალი გვარად,
და სახელად ჰქვია ტანიტ,
თუ აქამდე არ იცნობდით
ჩემი ლექსით გაიცანით.