მამათქვენი ლექსების სარდალია,
პოეტია, ოქროების მმართველი,
და სინდისით ისეთი მართალია,
როგორც ომში გაკვეთილი ქართველი.
ძველებურად მუდამ გულგაშლილია,
არი ძველი, ახალ კაცებს არა ჰგავს,
მისი ღერბი – მისი ორი შვილია,
ჯანსაღი და მაგარ ჯიშის ბარაქა.
გაიზარდეთ! იყოს თქვენი მხლებელი
ყვავილები საქართველოს მიწისა,
კვირაობით ხალხის გამხარებლებო
ასულებო პოეტ ლეონიძისა!