* * *
პაოლო იაშვილს – მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს – მაგრამ ფარდა!.. შექსპირს უარი!..
რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთხოვენი მხოლოდ ყრუ არი,
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამანტი…
ვფიქრობ ლექსებით – ჩქარი და ხან გველივით ზანტი,
მაგრამ ყოველთვის მიხარია ცეცხლის ანთება.
ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გადვუფანტე…
და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება.
ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №1