კავშირში – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1925

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

კავშირში

ერთი ცუდი საქმე მოხდა:

გაბაშვილი – ბერელაშვილს

აღარ აძლევს არსად საშველს.

ამბობს: შენი ძაღლი კოხტა

როდის დაყრის ლეკვებს ნეტა,

ეხლა „ჯიპსი“ მომწონს მეტად,

უფრო მომდის ეხლა თვალში

და ნუ გჯერა ჩვენს ჟურნალში

რაც სიცრუე სთქვა „მიმოზამ“.

 

უპასუხა გაიოზამ:

ჩემო ძმაო, დამეხსენი,

ლეკვი არ მყავს წასახედნი,

მაგრამ! შენი განცხადება

გულს მიღონებს და მაბეზრებს.

წადი ისევ მცხეთაში და

მოუარე შენს ნაგაზებს.

უმალ თოფსა შეველევი

და მოვიჭრი უმალ ნეკსა,

ვიდრე შენ და გულისაშვილს

მე გაჩუქებთ „ჯიპსის“ ლეკვსა.

 

დაგვიღონდა ჩვენი იაშა,

დაემართა – გულის დარდი,

და დალია იმ საღამოს

„კახეთია“ შვიდი კვარტი.