(ქართველ ფუტურისტებს)
უწინ ლეკები, შმაგი ქისტები
თავზე ესხმოდენ კახეთის მდელოს,
დღეს კი ჭაბუკი ფუტურისტები
ანადგურებენ ძველ საქართველოს.
მაგრამ დგებიან ჩვენ წინ კითხვები,
სად არის ბრძოლის თავი და ბოლო?
პასუხად გვესმის ბენოს სიტყვები, –
„პოეზიაა მიმიკა მხოლოდ,
ამიტომ არ გვსურს ვწეროთ ლექსები
და ვეშურებით პიტნავას დუქანს
სჯობს მწვადი, ღვინო, მწიფე ნესვები
გიჟმაჟ პაოლოს, ტიციანს მსუქანს“.
არჩევანია სახელოვანი,
ჩვენ კი სიცოცხლეს კიდევ ვეცდებით
და მიხარია, რომ ჩიქოვანი
მე მანადგურებს მანიფესტებით.
პიტნავას რესტორანი