ებრაული მელოდია ????? ლოგო – Blue Horns

ავტორი : ჯორბ ბაირონი, თარგმანის ავტორი: ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1909

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28594-12-ხ.

გამოცემა :

თარგმანები, შემოქმედება

ებრაული მელოდია ????? ლოგო

ებრაული მელოდია

(ბაირონით)

 

სული მჭვუნვარებს… მალე, მგოსანო!

ხელში აიღე დავითის ქნარი,

ჩამოჰკარ სიმებს და გამაგონე

სამოთხისა ხმა ნაზი, ნარნარი;

და ბედის წერას, თუ სამუდამოთ

აღარ ჩაუკლავს გულს იმედები,

გაიღვიძებენ მგზნებარე მკერდში

და ცრემლს დავაფრქვევ, ცრემლათ დავდნები.

დეე, ვით ჩემი ეკლის გვირგვინი,

შენი სიმღერა იყოს ველური,

მე აღარ ვითხოვ მხიარულებას,

მე ცრემლი მინდა, ოხ, გასკდა გული!

ტანჯვა-ვაებით მყავდა გაზდილი,

მოთმინებისაც შესწევდა ძალა,

ეხლა სავსეა სამსალა-შხამით,

ვით სასიკვდილო მწარე ფიალა.

 

ტ. ტაბიძე

1909

ქუთაისი