(ექსპრომტი)
დღეს პირველად ვნახე ხალხის ეთიმი,
ის ყოფილა ჩვენი გულის ექიმი.
ღვინო, ლექსი არის მისი ადათი
და ქონება – ერთი შავი ნაბადი.
მესმის მისი ცრემლიანი ღაღადი:
დასაწერად არ მაქვს სუფთა ქაღალდი!
ვერ მაჩუქა საქართველომ კალამი,
რომ დავწერო მისთვის გულის სალამი.
მე არა მაქვს საკუთარი ბინაო,
მე წუხელი ქვაზე დამეძინაო,
მაგრამ მშველის სითბო რუსთაველისო,
ალბათ ახლაც მონატრებით მელისო!
საქართველოვ, ზეცას ეთამაშები,
მაგრამ ეთიმ გურჯისათვის რას შვრები?
ცუდათ არის შენი შვილი ეთიმი,
ვერ უნახავს ვერსად თავის ექიმი!
პაოლო იაშვილი
შესანიშნავი ექსპრომტი. შეეფერება თბილისის იუბილეს!
ი. გრიშაშვილი