5 ივლისი, 929 წ.
ტფილისი. გრიბოედოვის ქ. №18.
ექსპრომტი ანდრეი ბელის საღამოზე:
მიშელ ჯავახიშვილს ელოდა სახლში ორსული
ცოლი, არ გაუშვით და მალე დაასხა
კოკისპირული წვიმა. მიხეილმა
სახლში წასაღებათ ითხოვა მოწმობა.
მოწმობა
ეძლევა ესე მოწმობის ცალი
„ჯაყოს ხიზნები“-ს და „კვაჭი“-ს ავტორს,
რომ ის დავტოვეთ ვახშამზე ძალით
და ტიციანი მას ძალით ათრობს.
რომ დავამშვიდოთ იმისი ცოლი,
რომელიც მას და ვაჟიშვილს ელის
ალბათ იქნება არსენას ტოლი
და ნიჭით მსგავსი ანდრეი ბელლის…
პაოლო იაშვილი