ექსპრომტი ი. გრიშაშვილს
შუაღამე გადაცურდა
და დრო დადგა ტურფა ძილის,
მაგრამ მაინც ისევ გვსურდა
ჩვენ მოსმენა გრიშაშვილის,
მაგრამ იგი გაუარდა
და არ ვიცით – რისთვის? რაზე?
ალბად არვინ შეუყვარდა
ამ ნადიმზე, ამ სუფრაზე.
პაოლო იაშვილი
6 იანვარი, 1916
„სინათლის“ საღამოზე
თქმული ქუთაისში