წიგნიდან „ლირიკული დღიური“
სოველი მიწის სიგრილე
და ჩეროები რბილი,
დილა, ბარისთვის მიგვრილი,
მისდევს ბალახის ბილიკს.
გედების დასტა მიაპობს
ოქროს ზეთიან ჰაერს,
და ეს შრიალი მიამბობს
ჯერ მოუსმენელ შაირს.
ნელა მისცურავს მდინარე
მიწაც მისცურავს ნელა;
ნეტა ჩემს გარდა ვინ არი,
რომ ასე ჩუმად ღელავს.
პაოლო იაშვილი
14. III. 31 წ.