ჩემო ძვირფასო – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 04.1917, საღამო

ადგილი :

საცავი : 21550-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩემო ძვირფასო

მარიამ წერეთელს 

ჩემო ძვირფასი! ყველა გეტრფის, ყველას ახარებ,

მე ჩუმადა ვარ, არ მჯერა, რომ თავს შეგაყვარებ.

დიდი ხანია, გერიდები და ვარ მდუმარი,

შენთვის ვარ მხოლოდ ახლობელი, მხოლოდ სტუმარი.

მაისი მოდის! ვერ დავფარავ დიდი ხნის დარდებს,

შენს ნაცვლად ვეტყვი ჩემს სიყვსრულს მხიარულ ვარდებს.

და როცა ბაღში შენ გაივლი დარხეულ ტანით,

გაშლილ ვარდებში ჩემი ტრფობა გამოიცანი.

აღარ ვიქნები მაშინ შენთვის ბავშვი, სტუმარი,

და ამღერდება ჩემი ლექსი წინათ მდუმარი.

მე შევეხები ნაზი კოცნით შენს ბროლის ხელებს

და სული მეფედ მხოლოდ შენ ერთს დაგასახელებს.

 

პაოლო იაშვილი

1917, აპრილი, საღამო

 

პაოლო იაშვილი, ჩემო ძვირფასო, აპრილი 1917