ტიციან ტაბიძე – Blue Horns

ტიციან ტაბიძე

1895 – 1937

დავიბადე 1895 წლის 2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად. ორპირი საჩინოს თემში შედიოდა. ჩემი ბავშვობის წლებში უკვე აღარავის სჯეროდა, რომ საჩინო საქართველოს ბეღლად ითვლებოდა, იმდენად დაცარიელდა ეს ოდესღაც მდიდარი მხარე, რომელსაც ხშირად იხსენიებდნენ ძველი ბერძენი გეოგრაფები და ჩვენი მემატიანეები.