პაოლო იაშვილი იმ გამოჩენილ პოეტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა საზოგადოებრივი მოღვაწეობა რევოლუციის წინა დღეებიდან იწყება. მისი შემოქმედების შესახებ ვრცელი გამოკვლევა ჯერ არ დაწერილა, მაგრამ როგორც ვიცით, ის იყო ქართული ლექსის ერთ-ერთი ნოვატორი, საუკეთესო ოსტატი და ნათელი პოეტური სახეების მხატვარი.